geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია მიმდინარე კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია ქვემოთ ფონდების მიხედვით.
 

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ - ფონდმა დანერგა გრანტების მართვის ერთიანი სისტემა GMUS-ი.

ვინაიდან საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება GMUS-ის საშუალებით, აუცილებელია GMUS-ზე დროულად გაიაროთ რეგისტრაცია!!! რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პროფილის გახსნა, აუცილებელი ველების შევსება, საჭირო დამადასტურებელი საბუთების/დოკუმენტების სკანირებული ვერსიების ატვირთვა და ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების მითითება (h-ინდექსი, ციტირების ინდექსი - საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლეთ  შესაბამისი გზამკვლევებით).

GMUS-ში მეცნიერის რეგისტრაციის ვიდეოგზამკვლევი ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. 

 

თსუ-ის სახელით წარსადგენი საპროექტო წინადადებების სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, რეკომენდირებულია წინასწარ, პროექტების საბოლოო რეგისტრაციამდე გაიარონ კონსულტაციები თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარებისა და საფინანსო დეპარტამენტებში ჩვეულებრივი შეცდომების თავიდან აცილების მიზნით!

თსუ-ის, როგორც წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის ასარჩევად, შესაბამის ველში მიუთითეთ თსუ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი: 204864548

 

ა.შ.შ. საელჩოს და ა.შ.შ. ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ:

თსუ დარეგისტრირებულია შემდეგ სისტემებში: GRANTS.GOV და SAM.GOV

თსუ-ის UEI არის: TKWDPQAH1UM7 (DUNS: 5526560920000) 

SAM-ში თსუ-ის რეგისტრაციის სტატუსი - აქტიური (იხ. დოკუმენტი

 

ევროკომისიის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ:

თსუ დარეგისტრირებულია დაფინანსების და ტენდერების პორტალზე.  

თსუ-ს მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034 

HORIZON-EUROPE ჩარჩო პროგრამების ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ თსუ საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისს - ჰორიზონტი ევროპა - horizon.europe@tsu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი (თსუ I კორპუსი, ოთახი 113, ელ.ფოსტა: sciencerd@tsu.ge)